Deus Ex is BACK!

5 10 2008

ლეგენდარული Deus Ex, ერთ ერთი ყველაზე საყვარელი თამაში RPGA ჟანრის მოყვარულთათვის ბრუნდება, როგორც ირკვევა მესამე Deus Ex-ს  Eidos Montreal სტუდია გააკეთებს მოდიფიცირებულ Tomb Rider-ის ენჯინზე,  და ძირითადი სუჟეტი შანხაიში განივთარდება, 25 წლით ადრე პირველ Deus Ex-ამდე, მთავარი  გმირი მოხვდება იმ გლობალური შეთქმულების ეპიცენტრში რომლის გამოაშკარავებას მხოლოდ 25 წლის შემდეგ, პირველი დეუს ექსის პერსონაჟები შეძლებენ.

დეველოპერები შეგვპირდნენ რომ ისინი გაითვალისწინებენ იმ ყველა უარყოფით ფაქტორს რამაც Deus Ex 2: Invisible War-ის ასეთი კრახი გამოიწვია და შეეცდებიან აიღონ ორივე ვერსიიდან საუკეთესო ნაწილები, მაგალითად მესამე ნაწილში ნამდვილად აღარ იქნება ე.წ ”უნივერსალური ტყვიები”, სამაგიეროდ გაუმჯობესდება ყველასთვის ასე საყვარელი  Stealth სისტემა, რომელიც ამჯერად არა განათებაზე არამედ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად მოხერხებულად გამოიყენებთ ბუნებრივ სამალავებს, ხეებს, მანქანაებს, ყუთებს და ა.შ

დეველოპერები გვარწმუნებენ რომ ყველა ”პოპულარული” იმპლანტანტი ისევ ჩვენთან ერთად იქნება, გაუმჯობესებულია ლეველინგის და სტატების გადანაწილების სისტემა,  არასწორხაზოვანი სიუჟეტი, კარგად დამუშავებული დიალოგები და ის ყველაფერი რამაც პირველი Deus Ex გახადა საკულტო თამაშად.

ერთადერთი სამწუხარო ინფორმაცია ისაა რომ თამაშის რელიზი მოხდება არაუადრეს 2009 წლის სექტემბრისა, ასე რომ წინ თითქმის ერთი წელი გვაქვს, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ. 😉


მოქმედებები

Information

ერთი კომენტარი

13 12 2018
Chante

Several times per month they will function live amusement at the Occasions Centre.

დატოვე კომენტარი