Alone In The Dark 5 ანუ მარტოდმარტო ბნელ თაროზე 5

4 10 2008

ედუარდ კორნბი

1992-2008

მას შემდეგ რაც ატარიმ 2006 წლის ბოლოს განაცხადა რომ იწყებდა მუშაობას ცნობილი Survival horror-ის სიქუელზე,  ინტერნეტ სივრცეში ბევრი გიჟური ჭორი გავრცელდა, ერთნი ამტკიცებდნენ რომ კონამიმ მიჰყიდა უფლებები Silent Hill ის სიქუელზე, მეორენი იგივეს ამტკიცებდნენ Capcom-ის შესახებ, მაგრამ 2007 წლის იანვარში ატარიმ ოფიციალური პრეს-რელიზით მოუღო ბოლო ამ ჭორებს.  Alone in the Dark თავიდანვე (1992 წლიდან) ჩაფიქრებული იყო როგორც სუფთა კონსოლური თამაში, ეს არ შეცვლილა არც 2001 წელს როცა Playstation-ის ბედნიერ მფლობელებს ქონდათ საშუალება Alone in the Dark: The New Nightmare ეხილათ თავიანთ კონსოლებზე. ამ ვერსიამ დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა რადგან მის გამოსვლამდე 2 თვით ადრე Capcom-მა თავისი იმდროინდელი შედევრი Resident Evil III დაარელიზა და მთელი ”ჰორორისტები” ნარკომანებივით ცდილობდნენ სექსუალური ჯილ ვალენტაინის გადარჩენას აღგზნებული ზომბების ბრბოსაგან, მოკლედ თამაშმა ვერ მოიპოვა ისეთი პოპულარობა როგორის მაშინდელ პაბლიშერებს სურდათ და ”მარტოდმარტო სიბნელეში” და მისი  ჩახლართული სცენარი 6 წლით შემოდეს ბნელი კარადის თავზე.

Port or not to port, that is the question

ვის მოუვიდა თავში აზრი რომ ეს თამაში გადმოეპორტირებინა PCზე არ ვიცით, მაგრამ ვიცით ვინ ვერ გააკეთა ეს კარგად.  როგორც ჩანს ერთადერთი ადამიანი რომელმაც მართლა ყველაფერი ჩადო ამ თამაშში, მისი კომპოზიტორია. ოლივიე დერევიერმა (Olivier Deriviere) (Obscured, Obscured2) ყველაფერი გააკეთა რომ თამაშში უნიკალური ატმოსფერო შეექმნა. სამწუხაროდ ყველა სხვა დანარჩენმა იმუშავეს იმაზე რომ ეს ატმოსფერო დაერღვიათ.

WTB Joystick ?

დიდი იმედი ქონდათ გეიმერებს რომ დეველოპერები შეისმენდენ მათ მუდარას და პორტირებისას ყურადღებას გაამახვილებდნენ კატასტროფულად ძნელი მართვის გაიოლებაზე, მაგრამ ან Eden Games ის ფრანგ დეველოპერებს არ ესმით ინგლისური ან უბრალოდ არ შეიმჩნიეს და ის რაც ისედაც ძალიან ძნელი იყო კონსოლზე, მოხერხებული ჯოისტიკით, უარესი გახადეს კლავიატურაზე და მაუსზე..

დაუჯერებელია, მაგრამ Test Drive Unlimited ის შემქმნელებმა, შეძლეს და პერსონაჟის მართვა იმდენად ძნელი გახადეს რომ ზოგ შემთხვევებში ჯობია უბრალოდ გათიშო თამაში, რომ ნერვებმოშლილმა კლავიატურა კედელს არ შეალეწო.


”ავტორა ნა სცენუ!”

საინტერესოა ვინ უწევდა თამაშის სცენარისტებს კონსულტაციას, მართლაც გენიალური მიგნებაა დახარჯო 8 სათამაშო ეპიზოდიდან 2 მართვის სწავლასა და ნახევრადდანგრეული სახლიდან გამოღწევაში. ”სამოთხელებმა” მოახერხეს და ჩვეულებრივი რალი ნიუ იორკის ქუჩებში, ოთხ ბორბალზე მდგარი კუბოს გორაობად აქციეს, მანევრირებას ვინ ჩივის, მანქანა ზოგჯერ თავისით ჩერდება,  30 მეტრიანი ტრამპლინზე გადახტომის შემდეგ ყველა შუშა მთელი აქვს და ქუჩაში დაგდებულ ბორბალთან შეჯახების შემდეგ ცეცხლი ეკიდება. ცხოვრება Alone in the Dark-ში პარადოქსებითაა სავსე.  საიდუმლო ორგანიზაციები, ინდიელი შამანები, მაგიური ქვები, ტამპლიერები და რათქმაუნდა თვით ლუციფერი ისევ ჩვენთან ერთად არიან, ბევრი არაფერი არ შეცვლილა მეოთხე ეპიზოდის შემდეგ.. აქ ისევ იგივე ცირკია ბატონებო. დასასრულს ”მინი არკადა” რაც Eden Games-მა შემოგვთავაზე ბოლო ტურებში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არასწორხაზოვანი სიუჟეტის ილუზია ( 2 ალტერნატიული დასასრული) ვერაფერი ნუგეშია ნერვებმოშლილ და კლავიატურადამტვრეული გეიმერისთვის, მაგალითად იგივე Silent Hill-ს 2001ში 7(!) ალტერნატიული ბოლო ქონდა.

შეიძლებოდა ამ სცენარიდან და ამ პროექტიდან რაიმე საინტერესო გამოსულიყო, შედევრი თუ არა ნორმალური გასართობი და დროის გასაყვანი საშუალება მაინც, მაგრამ Atari-ს და Eden Games-ის დიდი მონდომებით ასეთი არაფერი არ გვემუქრება. შემოვდოთ კიდვ ერთხელ ბნელ თაროზე AitD და ვინ იცის იქნებ როდესმე მას ნორმალური პატრონი გამოუჩნდეს.


მოქმედებები

Information

დატოვე კომენტარი